რეზონანსი
31.08.2025

ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ფაინენშალ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გეგმას აშშ-ის მხარდაჭერა ექნება.

გამოცემასთან ინტერვიუში ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი" იუწყება, ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრას გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×