რეზონანსი
01.09.2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი, შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტაბაწყურის სოფლის დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა უკეთ გაიცნონ ტაბაწყურის ისტორია და ნახონ ულამაზესი ტბა.

ბოლო წლების განმავლობაში, სოფელში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რეაბილიტირდა 13 კმ გზა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×