რეზონანსი
01.09.2025

ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. რვიანის გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის და მისი პარტიის გარიცხვას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ "ფედერალისტებისა" და "ქართული ოცნების" მესიჯბოქსი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით, ერთმანეთს ემთხვევა, რაც მათი შეფასებით, უხერხულია.

საკუთხს გამოეხმაურა თავად თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის თქმითაც, არ იცის მის გარიცხვას საიდან ითხოვენ, ან რა ქმედებებს ჩადის "ნაციონალურ მოძრაობა".

"ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტით მე ვერ დამაშანტაჟებენ, იმიტომ, რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა 2016 წლიდან მოყოლებული - არა იმიტომ, რომ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, არამედ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე. დინამიკას თუ შევხედავთ, 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე, ვინ განულდა ვხედავთ ხომ?!

არ ვიცი საიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას. ერთი ჩათია, სადაც ერთად ვართ და იმ ჩათიდან თავი თვითონ გაირიცხეს, ანუ ჩემს გარიცხვას გეგმავდნენ და თავები გაირიცხეს, ამიტომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის რა ქნეს, რა მანევრი ჩაატარეს. ჩემი ამომრჩეველი მაძლევს წონას და არა სააკაშვილი, თიკა ბოკუჩავასგან განსხვავებით", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×