რეზონანსი
02.09.2025

ირაკლი კობახიძე არ უარყოფს, რომ "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას საბოლოოდ ბრალის წარდგენას უპირებს. ის აკონკრეტებს, რომ მუხლი, რომლითაც ექსპრემიერის წინააღმდეგ სამქე მიდის, წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს. 

შეეშინდა, - ამბობს კობახიძე. 

ეშინია. რისი ეშინია, მე არც ვიცი. სამართლებრივად, მე, როგორც იურისტმა შემიძლია ვიმსჯელო, მას არ უწევდა წინასწარი პატიმრობა იმ ბრალიდან, საქმიდან გამომდინარე, რომელიც არის აღძრული. როგორც იურისტი ვამბობ ამას, მაგრამ მაინც შეეშინდა. არ ვიცი, შეიძლე არაიურისტობას დააბრალოს, შეეშინდა და გაქიცა ქვეყნიდან. ასევე დაემალა იმ რთულ პროცესებს, რომლებშიც არის შესული რადიკალური ოპოზიცია, - თქვა კობახიძემ. 

ექს პრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ. პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. 

ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეს, "ქართულ ოცნებას" მისი დაჭერის რესურსი არ აქვს, თუმცა აქვს რესურსი, რომ მას პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდოს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×