რეზონანსი
02.09.2025

თბილისის მერი, კახა კალაძე მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კახა კალაძე მუსიკოსის ოჯახს, ახლობლებსა და ქართული კულტურის წარმომადგენლებს სამძიმარს უცხადებს.

„ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა კიდევ ერთი გამორჩეული მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე.

ქართული ფოლკლორული ჯაზჯგუფების განვითარების გარდა, მას საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფილმების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საკითხში.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ქართული კულტურის წარმომადგენლებს ამ დიდ დანაკარგს“, - წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×