
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო ძალიან თბილი, ნორმალურია და მშვიდ გარემოში მიდის.
როგორც მიქაუტაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" განმარტა, მათ მოსახლეობასთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არ შემოიფარგლება.
"წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან თბილი, ძალიან ნორმალური, მიდის მშვიდ გარემოში, ვხვდებით მოსახლეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოსახლეობისგან არის ძალიან კარგი განწყობა, ძალიან კარგი უკუგება. ჩვენ, მოსახლეობასთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, არამხოლოდ წინა საარჩევნოდ. იმ ხნის განმავლობაში, რაც გამგეობაში ვარ და გამგებელი ვარ, მოსახლეობასთან არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა, რადგან ჩვენი პირდაპირ მოვალეობაა, რომ მათთან გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია, პრობლემების მოსმენა, მათი პრობლემების გაანალიზება, მოგვარება და მათი დახმარება შეძლებისდაგვარად. წლების განმავლობაში ასე ვაკეთებდით და ასე გავაგრძელებთ. მე ვთვლი, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობის და მათგან ინტერაქციის გარეშე, თვითმმართველობაში საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს. კახი კალაძე რომ დაჯდეს კაბინეტში და გადაწყვიტოს რა უნდა თბილისელებს, ეს ასე არ არის, ჩვენ ყოველთვის ინტერაქციაში ვართ მოსახლეობასთან, ყოველთვის ვეკითხებით, უამრავი პლატფორმა გვაქვს, უამრავი მექანიზმი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.