რეზონანსი
02.09.2025

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში შეხვდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში „მსურველთა კოალიციის" დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩავა.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ, საღამოს პარიზში ყველა ჩვენს პარტნიორთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით.

მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციის" შეხვედრა უკრაინის ინიციატივით იმართება.

„შეხვედრის მიზანია, გადავცეთ გზავნილი, რომ ჩვენ, სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად ვართ და შეგვიძლია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება, დავასრულეთ ტექნიკური სამუშაოები. დღეს ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ეს უსაფრთხოების გარანტიები", - აღნიშნა ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×