რეზონანსი
02.09.2025

 მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი იღუპება. ისინი ამერიკელები არ არიან, მაგრამ არიან რუსები და უკრაინელები, და ეს არის ათასობით ადამიანი და ეს არის ომი, რომელსაც აზრი არ აქვს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ეს კიდევ უფრო მაწუხებს, რადგან 2020 წლის არჩევნები მთლიანად გაყალბდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ამის თქმა შემიძლია და ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, რათა ხალხმა იცოცხლოს", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×