რეზონანსი
03.09.2025

გახარია უტიფარი მატყუარაა, მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში, რათა რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „გიორგი გახარია კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა სააკაშვილს, დროზე რატომ არ ჩამოდიხარო".

„ეს არის თვითაღიარება, თვითლუსტრაცია ამ ვითომ ოპოზიციონერის, რომელიც კურდღელივით იმალება ბერლინში, მანამდე კი აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, თურმე დროზე რატომ არ ჩამოდიხარო. ეს ადამიანი ბაქიბუქობდა და იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სუპერძალოვანი, რომელსაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ჩადენილ დანაშაულზე, როცა ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ქართველ ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ახლა ბუნებრივია, უფრო ღიად ლაპარაკობს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია, ვამბობთ - ეს არის ამ მოღალატეთა ბანდის გაგრძელება.

საერთოდ არ მიკვირს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებს, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს იყო. დავალებაა ივანიშვილის, რუსეთის მხრიდან, რომ მოახდინოს ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ზუსტად ამას აკეთებს პარლამენტში დარჩენით, თუმცა ქართველ ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩვენ ისე ვართ, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ შევუწყობთ ხელს და არ ვიქნებით ამ პარლამენტშიო. ახლა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, უტიფარი მატყუარაა, რომ მონაწილეობას იღებს რუსულ სპეცოპერაციაში სწორედ იგივე მიზნისთვის, რამენაირად პოლიტიკურად დაეხმაროს და ლეგიტიმაცია მისცეს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას", - განაცხადა გია ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×