რეზონანსი
03.09.2025

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რადას წევრი, პეტრო პოროშენკო ქვეყანაში სოციალური ქსელის „ტელეგრამის“ აკრძალვას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ პოროშენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა განაცხადა, „ტელეგრამს“ უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებების ორგანიზებისთვის იყენებენ.

პოროშენკომ ასევე მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, რომლებიც 2 სექტემბერს ლვოვში ყოფილი სპიკერის, თანაპარტიელის, ანდრეი პარუბის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავიდნენ და მოუწოდა მათ პოლიტიკოსის საქმის გაგრძელებისკენ, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის, ერთიანობის დაცვაა.

პოროშენკოს თქმით, სამართალდამცველებმა დაამტკიცეს, რომ პარუბის მკვლელობა „ტელეგრამით“ დაიგეგმა.

„ჩვენ არა მხოლოდ საუბარი, არამედ მოქმედებაც გვჭირდება. სამართალდამცველმა ორგანოებმა დაამტკიცეს, რომ მკვლელობა „ტელეგრამის“ ქსელის საშუალებით იყო ორგანიზებული და ახლა „ტელეგრამის“ საშუალებით უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებების ქსელი იქმნება. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ „ტელეგრამი“ უკრაინაში ახლავე აიკრძალოს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ანდრეი პარუბი, რომელიც უკრაინის რადას სპიკერი იყო 2016-2019 წლებში, 30 აგვისტოს ლვოვში მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×