რეზონანსი
03.09.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამაში ანრი ოხანაშვილმა შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი და მინდა მას გადავუხადო უდიდესი მადლობა. ის არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სამსახურის საქმიანობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების გამტკიცებაში. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×