რეზონანსი
03.09.2025

გვახსენდება ის გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით, ზოგზოგიერთებმა, როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ მამაკაცზე საუბრისას, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

მისი თქმით, ეს ფაქტი შესაძლოა განვაზოგადად და დავუკავშიროთ იმ მიზნებს, რომელზეც ზოგჯერ წამოცდენით ზოგჯერ კი პირდაპირ საუბრობენ რადიკალები.

„ეს ფაქტი შეგვიძლია განზოგადებულადაც განვიხილოთ. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა გვახსენდება ის, ზოგჯერ წამოცდენები, ზოგჯერ ფაქტობრივად პირდაპირი ტექსტებით გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით წყლის ამღვრევის გზით ზოგზოგიერთებმა როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×