
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია პირველი კომენტარი გააკეთა.
ვიდეო ინტერვიუში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ, აცხადებს, რომ მან დაკავების დღიდან იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა.
მისი თქმით, მიუხედავად გამოცხადებული განაჩენისა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი მაინც არ არის.
"სამართლიანი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის, ამას არ ვიტყვი არასდროს. უკანონოდ მამყოფეს და უკანონოდ რომ მამყოფეს ზუსტად ამის ნიშნანია აი ის პატარა გამარჯვება, რომელიც ჯერ ახობაძეს ჰქონდა.
პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ იმაზე, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ჩემს გარდა...
მე გეტყვით პირდაპირ, ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს და მე დაჭერის დღიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა...
არ მინდა დამავიწყდეს, ცოტა უხერხული სიხარულია ბიჭებზეც ვნერვიულობ ძაან 8 კაცზე, 11-ზეც, ოკმელაზე, მათეზეც, მინდაძეზე, მზია ამაღლობელზე, ჩემს კოლეგაზე, რომელზეც სულ ვლაპარაკობდი და სულ ვილაპარაკებ და არ გავჩერდები იქამდე, ვიდრე არ დავიხსნი იმიტომ, რომ მედეამ აჩვენა მართლა საუკეთესო მაგალითი საუკეთესო ბრძოლის კი არა, პროფესიული სტანდარტების უმაღლეს დონეზე შესრულების" - განაცხადა ნიკა კაციამ.
პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.