რეზონანსი
03.09.2025

თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს შენობა-ნაგებობები გარემონტდება  და გასაყიდად აუქციონზე გამოვა, რათა ახალმა მესაკუთრემ სათანადოდ მოუაროს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას. 

„შენობა-ნაგებობებს გამოვისყიდით, თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, გავალამაზებთ, შევინარჩუნებთ და გამოვიტანთ აუქციონზე, გავყიდით, რომ შემდეგ მოუაროს იმ მფლობელმა, ვის საკუთრებაშიც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, აუქციონში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×