რეზონანსი
03.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, რაიონის მოსახლეობას ხვდება. 

ამომრჩევლებთან შეხვედრა ამჯერად ნოზაძის ქუჩასა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ. N2 კორპუსის მიმდებარედ გაიმართა.

„ყოველდღიურად ვხვდებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას. საარჩევნო კამპანია არ არის მხოლოდ კამპანია, მსგავსი შეხვედრებით ჩვენ თითოეული მოქალაქის საჭიროებებს ვისმენთ. ვცდილობთ, მათთვის პრობლემური საკითხები გადავჭრათ და ვუშუამდგომლოთ შესაბამის სამსახურებთან. ადგილობრივი მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×