რეზონანსი
03.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, სოფელ ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა.

ჭითანავას განცხადებით, სურს იყოს მერი, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იდგება, ვინაიდან სწორედ მათ იციან მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ.

„მოსახლეობას არ ვხვდები მხოლოდ სიტყვებისთვის და არც იმიტომ, რომ არჩევნებია. მათთან მივდივარ იმისთვის, რომ პირადად მოვისმინო, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ და რა მოლოდინები აქვთ.

ყველაზე კარგად სწორედ თქვენ იცით, რა არის საჭირო სოფლებში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევები დავძლიოთ,” - განუცხადა ადგილობრივებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა.

ზამურ ჭითანავამ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ბოლნისში უკვე განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, თუმცა, აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×