რეზონანსი
04.09.2025

პოლონეთი ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო და არის უკრაინისა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ასეთ ყველაზე უფრო აქტიურ მოკავშირესაც არანაირი სურვილი არ ჰქონდა რეალურად ამ ომში ჩართვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ანდჟეი დუდას განცხადებას, რომ უკრაინა პოლონეთის ომში ჩათრევას აპირებდა.

„მაგრამ მცდელობა, იმისა რომ ამ ომი ცეცხლი და ფრონტი გაფართოებულიყო და მოდებოდა სხვადასხვა ქვეყანას, არსებობდა. ის, რისთვისაც ჩვენ, ქართველები ფაქტობრივად ამხელა წნეხის ქვეშ გვამყოფეს, რადგან არ გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პროქსი ომში ჩათრეულიყო, ეს დღეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებმაც დაადასტურა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში განაცხადა:

„უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×