რეზონანსი
04.09.2025

 ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას.

„გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, პოლიციაზე თავდასხმაც ვიხილეთ, შეურაცხყოფებიც ვიხილეთ. ეს არის ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოში", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს", - ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×