რეზონანსი
05.09.2025

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და „ლელოს" წინასაარჩევნო გაერთიანებას არ ჰყავს ის კანდიდატები, რომლებიც „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატებს კონკურენციას გაუწევენ.

ამასთან, მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა პოლიტიკას ემხრობიან ეს პარტიები.

„„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორც მერების, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი კანდიდატებით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან. ისიც არის, რომ არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, თუმცა ყველაზე მთავარი ის პოლიტიკაა, რომელსაც ეს კონკრეტული პარტიები ემხრობიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ველზე ადგილი არ არის.

„ჩვენ ვიცით, თუ როგორ და საიდან იმართებიან ეს ადამიანები. საქართველოში წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურად წარმატების მიღწევა შეძლო, როდესაც ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ხარ აგენტი და იმართები გარედან, მიდიხარ ყველაფერზე, თუნდაც შენი ქვეყნისა და შენი ხალხის წინააღმდეგ. ეს წარმოუდგენელია, ასეთი პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×