რეზონანსი
05.09.2025

ჩვენ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ და მის გადაწყვეტილებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა.

„განცხადების ნაწილი მოვისმინე ე.წ. პრეზიდენტის, ყაველაშვილის, შეურაცხყოფა მიაყენეს პრეზიდენტის ინსტიტუტსო. ნუ ყაველაშვილი რომ არის შეურაცხყოფა პრეზიდენტის ინსტიტუტის, ასეთი შეურაცხყოფა მე არ ვისი მართლა. რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად მას და შესაბამისად მის გადაწყვეტილებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×