რეზონანსი
05.09.2025

მოვუწოდებთ „ლელოს", დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, ხალხს დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მზად არის, 4 ოქტომბრამდე მათ თავს არ დაესხას.

„იმ უდიდესი განსხვავებების მიუხედავად, რაც „ფედერალისტებსა" და „ლელოს" შორის არის, იმ უამრავი დაპირისპირების მიუხედავად, რაც ჩვენს შორის ყოფილა, მოვუწოდებთ „ლელოს", დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა. ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ლეგიტიმაცია. ხელი აიღოს ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაში ხალხის მოტყუებაში, ხალხს დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა. ამით გააერთიანებს ოპოზიციურ საზოგადოებას და ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს. ამას თუ გააკეთებენ, მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა, ეს ყველაფერი ავიტანო", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×