16 კანდიდატი ბოლო რამდნიმე დღეში - „ნორმალურ ქვეყანაში ეს პოლიციას აიძულებდა მოქმედება დაეწყო"
ნატალია ჯვარიძე
05.09.2025

ბოლო რამდენიმე დღეა გერმანიაში პოლიტიკოსების უეცარმა გარდაცვალებამ ქაოსი გამოიწვია. ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ყველა მათგანი ბუნებრივი გზით გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამის არ სჯერა. ზოგიერთი გერმანელი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ საეჭვოა ეს დამთხვევა ყოფილიყო და შესაძლოა საქმე სხვა რამესთან გვქონდეს.

ონლაინ სივრცეში გარდაცვლილთა შესახებ სპეკულაციებმა, განსაკუთრებით AfD-ის მხარდამჭერებს შორის, ბოლო დროს მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა, რამაც ხელისუფლება აიძულა ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა.

გამოცემა „ბილდის" ცნობით, გარდაცვლილთა შორის არიან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) შვიდი წევრი, ხოლო დანარჩენები წარმოადგენდნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP), „მწვანეებსა" და რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ძალას.

გარდაცვალების შემთხვევების უეცარმა ტალღამ თავდაპირველად ჭორები და სპეკულაციები გააჩინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც AfD-ის კანდიდატების გარდაცვალების შესახებ ცნობები გავრცელდა.

თუმცა, „ბილდის" მიერ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.

კაი გოტშალკმა, AfD-ის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, Welt TV-ს განუცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მინიშნება „მკვლელობაზე ან მსგავს რამეზე".

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ გარდაცვლილს „ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა".

გარდაცვალებებმა სოციალურ მედიაში სპეკულაციების ტალღა გამოიწვია. ეკონომისტმა შტეფან ჰომბურგმა „იქსზე" კლასტერი „სტატისტიკურად პრაქტიკულად შეუძლებლად" შეაფასა, რამაც შეთქმულების თეორიები გააღვივა. ზოგიერთმა მომხმარებელმა პოლიტიკური მოტივები ან ვაქცინაციასთან კავშირიც კი გამოთქვა, ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე.

მისი გაფრთხილება, რომელიც „იქსზე" გავრცელდა, ხელახლა გამოაქვეყნეს AfD-ის ლიდერმა ალის ვაიდელმა და „ტვიტერის" მფლობელმა ილონ მასკმა.

თუმცა, პარტიის რეგიონულმა თავმჯდომარის მოადგილემ, კეი გოტშალკმა, სამშაბათს განაცხადა: „ის, რაც ჩემს წინაშეა... მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაცია... ამ ეტაპზე არ ადასტურებს ამ ეჭვებს".

მან Welt TV-ს განუცხადა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეებს საჭირო მგრძნობელობითა და სიფრთხილით გამოვიძიებთ".

პოლიცია ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს უკანონო ქმედებების მტკიცებულება და უმეტეს შემთხვევაში სიკვდილის ბუნებრივ მიზეზებზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი გაურკვევლობა კვლავ მაღალია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ არსებობს ადგილობრივი არჩევნების კანდიდატების გარდაცვალების ცენტრალური რეესტრი, რაც შედარებას ართულებს.

ეკონომიკის, ფინანსებისა და საზოგადოების ესპერტი, მარკუს კრალი AfD-ის ოთხ სიკვდილს „პრაქტიკულად შეუძლებლად" მიიჩნევს და შეთქმულების თეორიას ეჭვობს.

„მე მონაცემები ხელოვნურ ინტელექტს მივაწოდე და სიკვდილიანობის ცხრილების საფუძველზე, მას დავავალე გამოეთვალა იმის ალბათობა, რომ ოთხი გარდაცვლილი AfD კანდიდატი შემთხვევით გარდაიცვალა. ეს ალბათობა 1-ია 1,62 მილიონზე, პრაქტიკულად ნულის ტოლი. ნორმალურ ქვეყანაში ეს პოლიციას აიძულებდა მოქმედება დაეწყო," - ამბობს კრალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×