რეზონანსი
05.09.2025

მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სუს-მა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი, იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.

„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა. იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი გვქონდა ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე. სქემა აპრობირებული იყო - მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში.

ნუთუ მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს, 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი "გ.კ." უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან მის სახელზე ორი ჰექტრის დაკანონების სანაცვლოდ - აქედან "ავანსად" ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული. მანამდე ჩვენ "გვეღირსა" უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმძღვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რით ვერ გაძეხით??? ამჟამად - მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ - მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!“ - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×