რეზონანსი
05.09.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ლელოს" ლიდერებს საპატიმროდან გათავისუფლებას ულოცავს.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება" ადამიანებს პოლიტიკური მიზეზებით აკავებს.

გახარიას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს, როგორ ართმევს „ოცნება" მომავალს ახალგაზრდებს.

„ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

სანამ "ოცნება" ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან "ოცნებას" საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!

ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ "ოცნება" ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!",- წერს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×