რეზონანსი
05.09.2025

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. ასევე, დაკავებულმა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება) და 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×