რეზონანსი
06.09.2025

პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს.

„მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის აშშ-ს ეთამაშება".

„თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×