რეზონანსი
06.09.2025

ბელარუსი ბევრ პატიმარს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო „დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერია".

„მან 16 პატიმარი გაათავისუფლა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. კიდევ 1400 პატიმარი ჰყავთ და მჯერა, რომ ამ 1400-დან ბევრს გაათავისუფლებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა პოლიტიკური პატიმარია.

„ძლიერი ლიდერია, მაგრამ მას 1400 პატიმარი ჰყავს და მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×