რეზონანსი
06.09.2025

ეკონომიკის შენელებისა და მწვანე ენერგიის ზრდის მიუხედავად, ნავთობი მსოფლიოში წამყვან ენერგორესურსად რჩება. საერთაშორისო ენერგეტიკის ინსტიტუტის 2024 წლის მონაცემებით, შარშან მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით, 61% მხოლოდ 10 ქვეყანამ მოიხმარა.

ამავე რეიტინგის მიხედვით, 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა დღეში 19 მილიონი ბარელი ნავთობი მოიხმარა, რაც გლობალური მოხმარების 18.7%-ს შეადგენს. აშშ-ში მოხმარების დაახლოებით 70% ტრანსპორტის სექტორზე მოდის, შემდეგ სამრეწველო გამოყენებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა პლასტმასის ნედლეული და სხვა.

ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე მომხმარებელია, რომელიც მსოფლიო მთლიანი ნავთობის 16.1%-ს მოიხმარს.

შემდეგია ინდოეთი, რომელიც 2024 წელს გლობალური ნავთობის წილის 5.5% მოიხმარა. სავარაუდოდ, ინდოეთი 2030 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მთავარი ძალა გახდება.

მსოფლიოს 10 უდიდესი ნავთობის მომხმარებელი ქვეყნების ათეული გამოიყურება ასე:

აშშ დღეში 19 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 18.7%.

ჩინეთი დღეში 16.4 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 16.1%.

ინდოეთი დღეში 5.6 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 5.5%.

საუდის არაბეთი დღეში 4.0 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.9%.

რუსეთი დღეში 3.8 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.8%.

იაპონია 3.2 დღეში მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.2%.

სამხრეთ კორეა დღეში 2.9 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.9%.

ბრაზილია დღეში 2.6 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.5%.

კანადა დღეში 2.3 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.3%.

გერმანია დღეში 2.1 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.0%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×