რეზონანსი
07.09.2025

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასრტონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“ დაესწრო. 

მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მეწარმეებთან სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, გასტრონომიული ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას. 

“ბორჯომის ცენტრალურ პარკში დავესწარი ყველაზე მასშტაბურ გასრტონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“. გაცნობითი ხასიათის კომუნიკაცია მქონდა ადგილობრივ მეწარმეებთან, ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივებზე.

მესხური კერძების პოპულარიზაცია  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

გასტრონომიული ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.” - წერს მამუკა გელაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×