რეზონანსი
07.09.2025

ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზღვისუბნის დასახლების მე-3 მ/რ, მე-2 კვ, N28 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევასაც სამომავლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ. პირადად ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვისუბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს.

ჩემი მთავარი მიზანია, აქტიურად ჩავერთო მოქალაქეებისთვის კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, - დაწერა ბენდელიანმა Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×