რეზონანსი
07.09.2025

უკრაინაში სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა უმაღლესი რადის დეპუტატი ფედორ ხრისტენკო, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ეფესბე) თანამშრომლობაშია მხილებული.

მედიის ინფორმაციით, ხრისტენკო უკრაინის მხარეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადასცა. გამოძიების ვერსიით, ის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.

ომის დაწყების შემდეგ დეპუტატი უკრაინიდან გაიქცა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×