რეზონანსი
07.09.2025

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს 2:0 ამარცხებს. შეხვედრაში მეორე გოლი ნიკა გაგნიძემ ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.

შეგახსენებთ, მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.

ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×