რეზონანსი
07.09.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურთან ერთად, მატჩს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×