მარიამ ვეკუა
07.09.2025

რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის ომის ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა დაიწყო, 800-ზე მეტი დრონი განალაგა და კიევის მთავრობის შენობა პირველად დაბომბა.პოლონეთმა ცაში მოიერიშე თვითმფრინავები და F-35 ტიპის საბრძოლო ავიაცია ააფრინა, საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური სისტემები მაღალ მზადყოფნაში გადაიყვანა.

რუსმა ოკუპანტებმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის 805 თავდასხმის დრონი და რაკეტა გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავზე დაფიქსირდა 805 უპილოტო საფრენი აპარატი, „ისკანდერ-კ" ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა და „ისკანდერ-მ/კნ-23" ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამიზნეების უმეტესობის - 747 უპილოტო საფრენი აპარატის, ასევე „ისკანდერ-კ" ტიპის 4 რაკეტის - ჩამოგდება/განეიტრალება.

აფეთქებების ხმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ისმოდა, მათ შორის: დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივი-რიჰში, დნიპროში. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ცნობისთვის, ეს აღემატება ივლისში განხორციელებული თავდასხმის მასშტაბებს, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მასთაბური იყო..

შეგახსენებთ რომ ამ მ იერიშს ამ კიევის დასავლელი მოკავშირეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობები უძროდა.

საინტერესოა, ისიც, რომ ამ კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნებისმიერი დასავლური ჯარი „დამარცხების ლეგიტიმურ სამიზნედ" ჩაითვლებოდა.

პოლონეთი მზადყოფნაშია

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური დარტყმის გამო, პოლონეთმა ცაში მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა და საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანეს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონური და მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებდნენ.

„პოლონეთის და მოკავშირე საჰაერო ძალების ოპერაციები ჩვენს საჰაერო სივრცეში დასრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სამიზნეებზე დარტყმების შეწყვეტის გამო", - განაცხადა სარდლობამ მოგვიანებით.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული იყო ნიდერლანდების სამეფოს საჰაერო ძალების F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

ასევე არსებობს ინფორმაცია დნეპრსა და კრივოი როგზე რუსული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, როგორც სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური (SES) იტყობინება, რუსმა ჯარებმა დნეპრსა და კრივოი როგზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

„მოქმედება ახლავეა საჭირო"

უკრაინული მხარე მსოფლიოს შესაბამისი ზომების მირებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას ახდენს და ამას ჩვენი მოკავშირეებისგან მკაცრი რეაგირება სჭირდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.

„მხოლოდ ესეც კი სერიოზული ესკალაციაა. ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის, რომ ეს სასტიკი თავდასხმები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ ამ ძალისხმევაზე საპასუხო ქმედებებისა და ლიდერების შეხვედრაზე დათანხმების ნაცვლად, პუტინი დიპლომატიას უარყოფს და ტერორის ესკალაციას ახდენს. მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლას შეუძლია ტერორის ესკალაციის დასრულება. რუსეთის ომის მანქანა ნავთობისა და გაზის შემოსავლებით მოძრაობს. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, ომის დასასრულებლად მისი დაფინანსება შეამცირონ", - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები.

„რუსული ტერორის „ანტი-რეკორდები" ძლიერ რეაგირებას მოითხოვს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები და უკრაინის ახალი გაძლიერება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. ლოდინი შედეგს არ მოიტანს - მოქმედება ახლავეა საჭირო", - წერს სიბიგა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ასეთი მკვლელობები ახლა, განზრახ დანაშაულია და ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს".

„მსოფლიოს შეუძლია კრემლის დამნაშავეები აიძულოს, შეწყვიტონ მკვლელობები, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო", - თქვა ზელენსკიმ.

დასავლეთის რექაცია

დასავლეთი ისევ აღშფოთებულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დასავლელი ლიდერების პოსტები.

რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ასობით დრონი და რაკეტა უკრაინის თავზე, განახორციელა განურჩეველი დარტყმები, მათ შორის საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთავრობის შენობაზე, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ მშვიდობას. რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება", - წერს მაკრონი.

კრემლი კვლად დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„რუსეთმა წუხელ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები იყო. კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.

„ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მკვლელობები უნდა დასრულდეს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ს „მშვიდობის" პუტინისეული ვერსიაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ის ირჩევს მის გაგრძელებას.

„უნდა გავაგრძელოთ არეული კურსი: გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციების მეშვეობით, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×