რეზონანსი
08.09.2025

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა საფრანგეთთან მატჩი შეაფასა. მან გამარჯვებაში ეროვნული გუნდის სამედიცინო პერსონალის დამსახურებას გაუსვა ხაზი.

„მადლობა საფრანგეთს ასეთ თამაშისთვის. ახლა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელიც დავამარცხეთ. მგონი, ცუდი გუნდი არაა. მინდა გითხრათ, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით ასეთი ტიპის მატჩისთვის და საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც. სამედიცინო შტაბის დიდი დამსახურებაა, რომ ამ დრომდე სრული, 12-კაციანი შემადგენლობა გვყავს. მოკლედ, ისევ აქ ვართ“, - განაცხადა ჯიკიჩმა.

ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრები საფრანგეთის დამარცხებით „ევრობასკეტის“ 1/4 ფინალში გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთს დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×