რეზონანსი
08.09.2025

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმის დროს.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, „ტერორისტმა“ გაჩერებაზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა.

„ჯარისკაცმა და რამდენიმე სამოქალაქო პირმა თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და ორივე „ტერორისტი“ მოკლეს“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება „ცაჰალმაც“ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ადგილზე სხვა ეჭვმიტანილებსაც ეძებენ.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×