რეზონანსი
08.09.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა, უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით, მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. ს.პ.-მ მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა - 72 800 ევრო, მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×