რეზონანსი
08.09.2025

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ ტიტუშკა შემხვდა და ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×