რეზონანსი
08.09.2025

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა უნდა შეწყვიტონ, თუ მათ სურთ, რომ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

მისი განმარტებით, ეს ვაჭრობა ვლადიმირ პუტინის „სამხედრო მანქანას" აფინანსებს.

კრის რაითმა ასევე აღნიშნა, რომ სანაცვლოდ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი, ბენზინი და წიაღისეული საწვავის სხვა პროდუქტები შეიძინონ.

„ნუთუ დადებითი გავლენა არ ექნებოდა, თუ ევროპელები წერტილს დასვამდნენ და იტყოდნენ: „ჩვენ არ ვიყიდით რუსულ გაზს, ჩვენ არ ვიყიდით რუსულ ნავთობს" და ეს აშშ-ს სანქციების [გამკაცრებისკენ] უფრო აგრესიულად უბიძგებდა? ნამდვილად", - განაცხადა მან.

„კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთი თავის სამხედრო მანქანას ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით აფინანსებს. თუ ევროპა ამ პროდუქტების შეძენას შეწყვეტს, რუსების შემოსავლებიც შემცირდება", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×