რეზონანსი
08.09.2025

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად იძაბება ვითარება. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს ტროტუარისკენ გადასვლისკენ მოუწოდებენ.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მელიქიშვილის გამზირზე მათ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ და შეძახილები დაიწყეს.

მათივე თქმით, ადგილზე თავიდან არ იმყოფებოდა პოლიცია და ისინი მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მივიდნენ ადგილზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×