რეზონანსი
08.09.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დანიშნავს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ხვალ შეხვდება და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად მიიღებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბაირუ ემანუელ მაკრონს ხვალ დილით შეხვდება.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პარლამენტმა ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ფრანსუა ბაირუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 364-მა დეპუტატმა დაუჭირა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×