რეზონანსი
09.09.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან 1990 წელს დაბადებული დ.ზ. და 1993 წელს დაბადებული გ.ზ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×