რეზონანსი
09.09.2025

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატოში ვერ გაწევრიანდება.

„იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

ხოლო რაც შეეხება ევროპის კავშირს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინა მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი“, - თქვა ნავროცკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×