რეზონანსი
09.09.2025

თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე და მოსალოდნელ პროვოკაციაზე ისაუბრა.  ლევან მაჭავარიანის თქმით „ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ისინი საარჩევნო შტაბის წინ განლაგდნენ და უშვერი სიტყვებით მიდიოდა ლანძღვა-გინება“. 

მაჭავარიანის თქმით, მცდელობას არ დააკლებენ, რომ „თუ დღესაც ჩაივლიან, შტაბიდან არავინ გავიდეს“. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის და მესიჯ ბოქსი რომ ჰქონდათ წლების წინ მხოლოდ „რუსი“, ახლა ამას დაემატა დედის გინება და ძალიან რთულია ადამიანის გაკონტროლება, როდესაც მას დედას აგინებენ. ქართველებზე მაქვს საუბარი, თორემ "აკაცუკებისთვის", რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, თორემ არაფერი ქართული მათ სისხლში არ არის, ეს დედის გინება შეიძლება ყოველდღიურობას წარმოადგენდეს და მათთვის ეს პრობლემა არ არის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×