რეზონანსი
09.09.2025

როცა ადამიანთა ჯგუფი სახლში გივარდება, გაგინებს, გწყევლის და ყველა მეთოდს მიმართავს, რომელიც შეიძლება ადამიანის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდეს და თან პოლიციის კორდონს და ჯებირს ანგრევენ, რატომ უკვირთ, რომ იქითაც ადამიანები არიან და მათაც მოთმინების ფიალა ევსებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო.

„შემდეგ ვინმემ ამაზე ხელი მოგიქნიოს და შემდეგ იწუწუნო და იტირო. საგზლად კი, ხიდაშელს და ზურაბიშვილს ამერიკაში გაატანო, რომ თურმე, აქ, რას გვიშვრებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×