რეზონანსი
09.09.2025

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულებიდან 4 მოქალაქეს ინგოროყვას კლინიკაში გაეწია დახმარება.

როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2 პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვდა ჰოსპიტალიზაციას და ისინი კლინიკიდან გაეწერნენ, ხოლო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„4 პაციენტი შემოვიდა, აქედან 2 იყო თვითდინებით. შესაბამისად, ამ თვითდინებით შემოსული პაციენტების მდგომარეობა არ მოითხოვდა ჰოსპიტალიზაციას, მსუბუქი დაზიანებების გამო. რაც შეეხება 2 ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, მათი მდგომარეობა შემოსვლის მომენტშიც და ახლაც დაკმაყოფილებულია, მიმდინარეობს დაკვირვება", -განაცხადა კახა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×