რეზონანსი
09.09.2025

 ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, 13 წლის ქვეითად მოსიარულე ბიჭს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×