რეზონანსი
10.09.2025

ქუთაისში, გვიან ღამით მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. შემთხვევა ბუხაიძის #19-ში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მეხი სახურავზე ლიფტის შახტის ჯიხურს დაეცა.

შენობაში ლიფტის ბაგირი დაზიანდა, ასევე მოხდა წყლის ავზების მილების დახეთქვა, რის შედეგადაც წყალმა სადარბაზო დატბორა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.

წყარო: ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×