რეზონანსი
10.09.2025

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა.

სუს-ის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო.

მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×