რეზონანსი
10.09.2025

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვალს ადევნებს პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობებს. თეთრი სახლის ცნობით, დღეს დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავრცკისთან საუბარს გეგმავს.

დღესვე დაგეგმილია დონალდ ტრამპისთვის სადაზვერვო ბრიფინგი, რა დროსაც სავარაუდოდ დისკუსია შეეხება როგორც პოლონეთში, ისე კატარში განვითარებულ მოვლენებს.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი თეთრ სახლში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა. პოლონეთის ხელისუფლებამ დღეს საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის შესახებ განაცხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×